“საფრანგეთში დაკავებულია ქართველი ქალი,რომელმაც ქმარი სავარაუდოდ თოკით გაგუდა..” – ნახეთ რას ამბობენ მოკლულის და სავარაუდო დამნაშავის ახლობლები

21-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

საფრანგეთში საზარელი მკვლელობა მოხდა - ლანა ხუნწარიამ თავისი ქმარი, მარად გურმანიძე ღამე გაგუდა.

როგორც ირკვევა, წყვილს 5 შვილი ჰყავდა, მკვლელობის დროს კი 5-ვე სახლში იმყოფებოდა. ახლობლები იტყობინებიან, რომ წყვილი საფრანგეთში ერთ-ერთი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა.

როგორც ირკვევა, სამართალდამცავების მისვლისას ქმარი უკვე გარდაცვლილი იყო. კაცი ცოლზე ძალადობდა ხოლმე, თუმცა საჩივრის გატანის შემდეგ გამოძიება შეწყვეტილი იყო.

28 წლის ლანა ხუნწარია ქმრის მკვლელობის ბრალდებით ახლა წინასწარ პატიმრობაშია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები