დიდი ასტროლოგიური გაფრთხილება - დღეს, თბილისის დროით 7:28 საათზე

21-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ზამთრის მზებუდობის დადგომასთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ ამ პერიოდიდან დღის ხანგრძლივობა გაიზრდება.

„დღეს, თბილისის დროით 7:28 საათზე დადგება ზამთრის მზებუდობა ("ბუნიაობა").

მზე გადავა თხის რქის პირველ გრადუსში.

გილოცავთ თხის რქებს!  

22-ში იქნება - 0,01 წამი

23-ში კი უკვე + 0,03 წამი, ანუ დღე დაიწყებს გადიდებას“,- წერს რამაზ გიგაური.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები