„სკოლებს უნდა დაევალოს მშვიდად ჰკითხონ ბავშვებს, ისე, რო არ დააპანიკონ“ - ნატა ფერაძე ცოფიანი ძაღლის მიერ გაკაწრულ ბავშვზე
დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლის მიერ გაკაწრული ბავშვი. ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა, ამიტომ ბავშვის ჯანმრთელობას უცილებელი აცრის გარეშე საფრთხე ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს:
„თუ მშობელი არ ჩანს, სკოლებს უნდა დაევალოს მშვიდად კითხონ ბავშვებს, ისე, რო არ დააპანიკონ, ძაღლმა ხო არ გაკაწრა“ - წერს ნატა ფერაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები