კიდევ ერთ ოპერაციას საჭიროებს - როგორია პიტბულის დაკბენილი ბავშვის მდგომარეობა

19-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2 წლის ლაზარე პიტბულმა დაკბინა, რის გამოც გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ლაზარეს ოპერაცია 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ირკვევა, ლაზარეს დაახლოებით 2 კვირაში კიდევ ერთ ოპერაციას ჩაუტარებენ, რათა ძვლოვანი დეფექტი სრულად დაიხუროს.

„ოპერაცია სასწრაფო იყო, იმიტომ, რომ თავის ქალის დეფექტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. დეფექტი სასწრაფოდ უნდა დაგვეფარა. ოპერაცია, გეგმის მიხედვით ჩატარდა, საშუალოდ, 12-13 საათს გაგრძელდა. ახლა პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფება. რაც იყო დაგეგმილი, ყველაფერი შესრულდა. დეფექტის 80% დახურულია. 2-3 კვირაში კიდევ დასჭირდება ოპერაციის მეორე ეტაპი, იმისთვის, რომ ძვლოვანი დეფექტი სრულფასოვნად დავხუროთ“, - აღნიშნავს "კარაპს მედლაინის" პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე კლანტროვი მედიასთან საუბრისას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები