„ქრისტე რომ დაბრუნდება, თვალით დავინახავთ...“ - მამა თეოდორე გაგნიძე
მამა თეოდორე გაგნიძის ქადაგებიდან ამონარიდი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქრისტე რომ დაბრუნდება, თვალით დავინახავთ და ის იქნება როგორც ელვა,
როგორც ელვა გამობრწყინდება
-ასეთი იქნებაო ძე კაცისა.
იესო ქრისტე იქნება როგორ ელვა,
წარმოგიგენიათ?
რა თქმა უნდა, მას ყველა დაინახავს.
მაგრამ შეიძლება ეს დანახვა უკვე გვიანი იყოს,
იმიტომ, რომ ადამიანის ქრისტესთან ურთიერთობა მისი თავისუფალი არჩევანია, რომელიც ხდება აი, აქ, სადაც ის არ ჩანს თვალით,
სადაც მისი დანახვა არის შეუძლებელი,
ხოლო თუ ადამიანი თავისუფალი არჩევანით, აი, ჯვარცმული ავაზაკივით, ქრისტეს თავის სიფაქიზეში, დამცრობაში, უკიდურეს დამდაბლებაში, მორჩილებაში, ჩვენგან შეურაცხოფილ მდგომარეობაში, მაგრამ აბსოლუტურ სიყვარულში, აბსოლუტურ სიკეთეში,
თუ აი, ასე, ვერ იცნობს ქრსტეს, ეს მისი თავისუფალი არჩევანი თუ არ იქნება მისი დანახვა
და დაინახავ, აბა რას იზამ?
-ელვასავით იქნება ძე ღმერთი,
როცა ის მოვა, ბუნებრივია მის წინაშე მონებრივი, ოღონდ ცუდი გაგებით მონებრივი თავისმოდრეკა გვექნება,
მაგრამ ეს არაფერს აღარ ნიშნავს,
რადგან იქ ჩვენი თავისუფალი არჩევანი აღარ არსებობს.
ამონარიდი ქადაგებიდან I 16.12.2021