„ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას..მაგრამ...გული მეტკინა“ - რას წერს ჯაბა ბოჯგუას დედა
მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც მისი შვილის სიმღერებს ნებართვის გარეშე ასრულებენ.
„იმედი მაქვს, რომ შემოქმედი ადამიანები სხვისი შემოქმედების პატივისცემას ისწავლიან… დღეს კი აქცენტს მორალურ მხარეზე გავაკეთებ… არის ემოციები და არის ეთიკა…
ჯაბას სიმღერებს რაც უფრო მეტი ადამიანი იმღერებს, ამაში გასახარელის მეტი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთვის თხოვნითაც კი არავის მოუმართავს, რათა შესრულებაზე ნებართვა მიეღო…
სხვა დანრჩენი, დანარჩენია… ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მაგრამ გული მეტკინა“, – წერს ჯაბა ბოჯგუას დედა სოციალურ ქსელში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები