"საზიზღარი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე", - რა განცხადებას აკეთებს ბაბი სკანდალურ ვიდეოზე

12-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბაბი კირკიტაძის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო - ის საგამოძიებო უწყებაში დღეს მივიდა და შესვლამდე ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია:

"საზიზღარი და გულისამრევი ვიდეო ვნახე საკუთარ თავზე, რომელიც დამონტაჟებულია. როდესაც ის პროფესიონალებს ვანახე, მითხრეს, რომ არც ძალიან მაღალი დონის მონტაჟია, თუმცა არც სამოყვარულო.

წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს ასეთი ბოროტი, თუმცა მე ჩემი თავი ხელში ავიყვანე, ძალა მოვიკრიბე და მზად ვარ, საქმე ბოლომდე მივიყვანო", - განაცხადა მან.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები