„ვწუხვარ თუ ეს ჩემგან გაიგეთ პირველად...“ - რას წერს ექიმი ჯაბა ზარქუა

11-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

„ეს „ქართული წამალი” რამე ახალი ტრენდი და თავშესაქცევია ქართველი კორიფე-ექიმებისთვის, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი უნდათ, თუ რატომ მხვდება ყოველდღე რეკლამად ან ქართული პრობიოტიკი ან ფაგი და ანაც რამე ოხრობა?“, - ამის შესახებ ქართველი ექიმი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს.

„ეს „ქართული წამალი” რამე ახალი ტრენდი და თავშესაქცევია ქართველი კორიფე-ექიმებისთვის, რომლებსაც დამატებითი შემოსავალი უნდათ, თუ რატომ მხვდება ყოველდღე რეკლამად ან ქართული პრობიოტიკი ან ფაგი და ანაც რამე ოხრობა? )))

სამედიცინო მეცნიერებები საქართველოში არის კრიტიკულ ნულთან მიახლოებული.

ვწუხვარ თუ ეს ჩემგან გაიგეთ პირველად.

სადაც სამედიცინო მეცნიერება არ არის განვითარებული, იქ სამედიცინო ფარმაცია რამე ნოვაციებს როგორ შექმნის? სადმე დამთავრდეს ეს პოპულიზმი გთხოვთ რა, პაციენტებიც უწყობთ ამას ხელს, ზუსტად თქვენს “მოთხოვნას” (თქვენი მოთხოვნა არის მეტწილად ირაციონალური და არა - რაციონალური, სამწუხაროდ) აკმაყოფილებს მერე ბაზრის უჩინარი ხელი და კი ვართ იქ სადაც ვართ.

ცოტა მეტი თვითკრიტიკა და ნაკლები სადღეგრძელოები, გთხოვთ რა, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე მედიცინას ეხება“,- წერს მედიკოსი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები