„მხარდაჭერა ყალბად ჟღერს, რაღაც მეტია საჭირო...", - რას წერს ირმა სოხაძის შვილი ბაბი კირკიტაძეზე

11-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პირადი დამონტაჟებული კადრები გაუვრცელეს.

ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, კირკიტაძეს სოლიდარობა ბევრმა ადამიანმა გამოუხატა. გამონაკლისი არც ირმა სოხაძის შვილი ნატა ასათიანი აღმოჩნდა:

"სრული მხარდაჭერა ბაბი კირკიტაძეს, თუმცა მხარდაჭერაც ყალბად ჟღერს და რაღაც მეტია საჭირო, როცა ქალებს პირადი ცხოვრების ამსახველ (დამონტაჟებულ თუ დაუმონტაჟებელ) კადრებს უვრცელებენ.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა..პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ“ – ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს

მზად ვარ ნებისმიერი ფორმით გამოვხატო ჩემი პოზიცია და პროტესტი.

ბაბის მსგავსად პოპულარულ და ცნობილ ქალებს კი მინდა ვუთხრა, რომ რთულია, მაგრამ უნდა გაუძლოთ და იბრძოლოთ, რადგან თქვენი ბრძოლით, ყველა რიგით ქალს ეხმარებით, რომლის ჩაგვრა და შანტაჟიც არასდროს იქნება ასეთი რეზონანსული და ცვლილების განმაპირობებელი.

გადაეცით ბაბის მის გვერდით ვართ და ბევრნი ვართ, მისდამი სიყვარულით და პატივისცემით სავსენი“,- წერს ნატა. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები