მეცნიერების გაფრთხილება - ეს ბოლოს 14 მილიონი წლის წინ მოხდა

10-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ახალი მასშაბური კვლევის შედეგად, რომელიც ჟურნალმა Science-მ ჩაატარა, დადგინდა, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად დღეს ატმოსფეროში ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგია.

კვლევა იტყობინება, რომ ბოლოს ამხელა მაჩვენებელი 14 მილიონი წლის წინ იყო. როგორც ირკვევა, კვლევა ბოლო 66 მილიონ წელს მოიცავს, მეცნიერებმა შორეული წარსულის ბიოლოგიური და გეოქიმიური ხელწერები გააანალიზეს, რათა ჯერ არნახული სიზუსტით აღედგინათ CO2-ის ისტორიული მაჩვენებლები.

კოლუმბიის უნივერსტიტეტის კლიმატის ცვლილების სპეციალისტი ამბობს, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს - რასაც დღეს ადამიანი დედამიწას უკეთებს, ძალიან უჩვეულოა მსოფლიო ისტორიისთვის.

მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, CO2-ის დონის გაორმაგება პლანეტის დაახლოებით 5-8 გრადუსით გათბობას მოიტანს შედეგად, მაგრამ ძალიან დიდი ხნის, ასობით ათასი წლის განმავლობაში — როდესაც გაზრდილ ტემპერატურას ჭავლური ეფექტი ექნება დედამიწის სისტემებზე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები