„ჩავთვალე მე დავწერო ეს პოსტი!! დღეს გახდა ადამიანი ცუდად და დაიწყო ახალი, მორიგი „სასიამოვნო“კამპანია ბაბის წინააღმდეგ“ - გიორგი გაბუნია
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ბაბი კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი გამოკითხვა გადაიდო, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე მომღერლის მიმართ ახალი კამპანია დაიწყეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეგობარი ბაბი საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, ჩავთვალე მე დავწერო ეს პოსტი!!
დღეს გახდა ადამიანი ცუდად (ალბათ არ მკითხავთ რატომო? ) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის, რაც ზუსტად ვიცი.. მაგრამ ამის გამო დაიწყო ახალი, მორიგი “სასიამოვნო”კამპანია ბაბის წინააღმდეგ, თითქოს რაღაცას გაურბის.
გუშინ ყველა ერთად მხარში ვედექით, ვამხმნევებდით და დღეს ეგრევე ვცვალეთ პოზიცია საწინააღმდეგოდ!!? ანუ ცუდად გახდომა,როდესაც ამდენი დღის ნანერვიულები ხარ არ შეიძლება? და როცა თავი არ გაქვს სადმე მიუსვლელობით ასე უნდა გავილანძღოთ?
მე არ მესმის მსგავსი მიდგომა და ქცევა,ოღონდ მართლა!!! ან დედა არ გყავთ ან მამა ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ? რას ცემთ პატივს? ვერ გავიგე!!!
მოკლედ ორშაბათს ეს გამოძიება დაიწყება!!! ბოლომდეც მივა!!! დამნაშავეც დაისჯება!! და ისე ნუ იზამს ნურავინ, რომ თანამონაწილე გახდეს ამ დანაშაულის! ჩემი რჩევაა“ - წერს გიორგი გაბუნია.
ცნობისთვის, ბაბი კირკიტაძემ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მის შესახებ უხამსი ვიდეო გავრცელდა, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა დაუმონტაჟეს და შემდეგ სოციალურ ქსელში „ჩატებში“ გაავრცელეს.