"ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არაფერი გადაგვეღო...", - რას ამბობს ჟანრი ლოლაშვილი
ზაზა ურუშაძე ზუსტად 4 წლის წინ, 2019 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა, მისი გახსენება კი ახლობლებსა და მეგობრებს ჯერ კიდევ სევდას ჰგვრით.
მასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა "ცხელი ძაღლის" ვარსკვლავი ჟანრი ლოლაშვილი. პრაიმტაიმთან საუბრისას ლოლაშვილმა ურუშაძეზე ისაუბრა:
"მე და ზაზა სულიერი მეგობრები ვიყავით. კინოს იქით ჩვენ სულს სხვა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სცენარებს, სინოფსისებს ვწერდით ერთად, გეგმები გვქონდა, უნდა გვეთანამშრომლა. მაგრამ… არ შედგა… ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არ გადაგვეღო რამე
ძალიან დიდი ადამიანი დააკლდა ქართულ კინოს", - განაცხადა ჟანრიმ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები