VIDEO: “სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე” - ნიკოლოზ წულუკიძის წერილი

07-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

„გიგლსმა“ ცნობილ ადამიანებს სთხოვა, საახალწლოდ მომავლის წერილი დაეწერათ. 

ამჯერად, ნიკოლოზ წულუკიძის მომავლის წერილი ვრცელდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთს ხარ.

არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება. გილოცავთ ახალ წელს“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები