„როდესაც ადამიანი აი ამ მდგომარეობამდე მოდის - ეს ნიშნავს, რომ მისი რწმენა გაცოცხლდა“ - თეოდორე გაგნიძე

06-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

სოციალურ ქსელში დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება ვრცელდება:

„როდესაც შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრ გამოცდას გაუძლებ, შენი რწმენა ბევრ განსაცდელებს გადაიტანს ღირსეულად, დრტვინვის და წუწუნის გარეშე, მოთმინებით, ქრისტეს სიყვარულისათვის, და მერე აღმოაჩენ,

რომ ქრისტე აბსოლუტურად სანდოა, როგორც შენი ღმერთი და შენი შემოქმედი, აბსოლუტურად სანდო

და არასოდეს არ ყოფილხარ დატოვებული მისგან, როცა შენ გტკიოდა კიდევაც და როცა შენ უსამართლოდ გექცეოდნენ, მაშინაც კი, არასოდეს არ ჩამოვარდნილა არცერთი ღერი თმა, შენი თავიდან, მისი განგებულების გარეშე და როცა ვარდებოდა ეს ერთი ღერი თმა, ვარდებოდა ისევ შენი სიყვარულისათვის, შენი გადარჩენისათვის;

როდესაც ადამიანი აი ამ მდგომარეობამდე მოდის - ეს ნიშნავს, რომ მისი რწმენა გაცოცხლდა, ეს ნიშნავს იმას, რომ უსამართლოდ რომ გექცევიან არ ბრაზდები, არ გამოდიხარ წყობიდან, იმიტომ, რომ იცი რომ მართლაც ყველაფერი მის ხელშია, აბსოლუტურად ყველაფერი მის ხელშია“.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები