პატრიარქის სამძიმრის წერილი - ვის უსამძიმრებს ილია მეორე
რამდენიმე დღის წინ მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა:
"ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს. ქ-ნი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქ-ნ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ".
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქ-ნი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს".
"აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქ-ნ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.