"ორი ძმა და მათი მეგობარი მანქანაში დაიწვნენ" - ციხისძირში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები

05-12-2023
გიორგი ზ.
Aa

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში გუშინ მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავა­რი­ას 3 ახალ­გაზ­რდის სიცოცხლე ემსხვერ­პლა.

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ჯერ ნაგ­ვის ურ­ნას და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ ბორ­დი­ურს და შემ­დეგ კი ერთ-ერთი სახ­ლის ეზო­ში შე­ვარ­და.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად ავ­ტო­მო­ბი­ლი აფეთ­ქდა. სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ძმე­ბი, ტა­რი­ელ და გოჩა ბე­დოშ­ვი­ლე­ბი და მათი მე­გო­ბა­რი ლექ­სო ბუ­ქუ­რი. ბე­დოშ­ვი­ლე­ბი ანა­ნუ­რი­დან იყ­ვნენ, ბუ­ქუ­რი კი სო­ფელ ცივ­წყა­რო­დან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ავ­ტო­მო­ბი­ლის, ტრამ­ვა­ის, ტრო­ლე­ი­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან სხვა მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები