ია ფარულავა: "ხალხი დაიბნა, ვერ გაიგეს, ვინ გარდამეცვალა"

04-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ 93 წლის ასაკში მედეა მირიანაშვილი გარდაიცვალა.

მირიანაშვილის გარდაცვალებას ია ფარულავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა - "მშვიდობით, მედეა დედიკო...", - დაწერა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა.

მის პოსტს სოციალურ ქსელში გაუგებრობა მოჰყვა, ფარულავას კი განცხადებაზე განმარტების გაკეთება მოუწია: 

"ბევრმა ვერ გაიგო, ვინ გარდამეცვალა. მედეა იყო მამაჩემის პირველი ცოლი, ხოლო მისი შვილი მარინე ჩემი დაა. მე და ჩემი ძმა მირიანაშვილთან პატარაობიდან ვმეგობრობდით და მედიკო დედიკოს ვეძახდით", - განაცხადა ფარულავამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები