"სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ", - როგორ გამოეხმაურნენ ბაბი კირკიტაძის შესრულებას
რამდენიმე დღის წინ ანრი ჯოხაძეს ფილარმონიაში სოლო კონცერტი ჰქონდა, სადაც თავისი ცნობილი ჰიტები რამდენიმე ცნობილ ქართველ მომღერალთან ერთად შეასრულა.
სიმღერა "სიყვარული დაფრინავს" ჯოხაძემ ბაბი კირკიტაძესთან ერთად შეასრულა, ხოლო "ღამის შოუს ბენდის" მომღერალმა აკრობატული პერფორმანსი დადგა.
კირკიტაძის გამოსვლა საზოგადოების ნაწილს მოეწონა, ნაწილი კი ირონიულად შეხვდა. ამაზე კომენტარი ნატო დუმბაძემ გააკეთა:
„ეს ორი დღეა, ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება“, ზოგი შეფარულად, ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით, იციან, რომ კომენტარებში სხვები იქირქილებენ, იცინებენ, დაგმობენ, გააკრიტიკებენ, მოკლედ, საქმე გამოუჩნდათ! დიდი ხანია, არავინ გაუქილიკიათ! რა ჰქვია ამ ფენომენს, არ ვიცი და ვერ ვიცი! ბაბიკო, შენ კი სიყვარულისგან გეფრინოს მუდამ, ესაა ჩემი კომენტარი!“, – წერს ნატო დუმბაძე.