„ეგ რომ საქართველოში მომხდარიყო, დაიწყებდით ევროპაში ეგეთები არ ხდებაო და უცებ გამოიყვანდნენ ხალხსო“ - გერმანიაში დიდთოვლობის გამო ქართველი ტურისტები მატარებელში ჩარჩნენ

02-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

დიდთოვლობის გამო გერმანიაში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აეროპორტებმა დროებით შეაჩერეს ფრენები. გერმანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ხანგრძლივი თოვლი შაბათს შუადღის ჩათვლით ბავარიის დიდ ნაწილზე გავრცელდება. ამასთან, მოსალოდნელია 30-40 სანტიმეტრის თოვლი.

გერმანიაში დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნა ქართველ ტურისტებსაც. ერთ-ერთ ჯგუფში ფეისბუკმომხმარებელი წერს:

„მეგობრებო! ქართველი ტურისტები დიდთოვლობის გამო არიან მემინგემიდან მიუნხენისკენ მიმავალ მატარებელში ქალაქ გელტენგორფთან.

მატარებელი დიდი ხანია გაჩერებულია და არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ მოძრაობის ადგენაზე.

თუ იცით, ვინმე ქართველი მძღოლი, ვინც დაეხმარება და წაიყვანს მიუნხენში?“- დაწერა ჯგუფის წევრმა რომელსაც კომენტარში უპასუხეს:

„აუფ ეგ რომ საქართველოში მომხდარიყო ხომ დავიწყებდით იმის თქმას, ევროპაში ეგეთები არ ხდებაო და უცებ გამოიყვანდნენ ხალხსო“.  


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები