რომელი ფიგურაა საყვარელი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილისთვის?
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი 82 წლის გახდა.
მან ჭადრაკში თავისი საყვარელი ფიგურის შესახებ ისაუბრა:
"ის ფიგურა, რომელიც მომაგებინებს. ყველა ფიგურას თავისი ადგილი აქვს. პოზიციებს გააჩნია. ყველა ფიგურა მეფისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა.
ყველას თავისი ფუნქცია აქვს. უდიდესია ლაზიერი, ყველაფერი შეუძლია. არის პოზიციები, სადაც მხედარი აკეთებს კარგ სვლებს", - თქვა ჭადრაკის დედოფალმა "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები