"დღეს ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს" - მიხეილ სააკაშვილი ახალ პოსტს აქვეყნებს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოქვეყნა.
სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწერა და როგორც განაცხადა, გონება რამდენიმეჯერ ისევ დაკარგა.
„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.
გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.
დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.
მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება", - წერს სააკაშვილი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები