"პატარა სუფრა ჰქონდა გაშლილი, მოსასხამი ანაფორა შემოვაცვი და ისეთი რამ მითხრა...", - მამა გაბრიელის უდიდესი წინასწარმეტყველება

26-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მამა გაბრიელის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება:

მამა გაბრიელი გავიცანი 1987 წელს მცხეთაში, აღდგომა დღეს. დედათა მონასტერში პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ერთ-ერთმა მონაზონმა შემიყვანა მამა გაბრიელთან და გამაცნო. მამა გაბრიელმა, სანამ მიმიპატიჟებდა, მთხოვა, მისი მოსასხამი ანაფორა შემომეცვა მისთვის. როცა მოვახურე, მითხრა: შენზე დიდი მადლი გადმოვიდაო. მიმიპატიჟა სუფრასთან და მითხრა: შენ კარგი ბიჭი ხარ, რომ სიგარეტს არ ეწევი და არასოდეს არ მოსწიოო.

პირველ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მამა გაბრიელმა კი მითხრა, რომ ოჯახში პრობლემები მექნებოდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდებოდა. მართლაც, შემდეგში მეუღლეს გავეყარე და მეორედ დავქორწინდი. ამჟამად ვარ ბედნიერი.

მამა გაბრიელმა მითხრა: 13 წლის შემდეგ ეკლესიაში დაიწყებ მუშაობას, მაგრამ კაბას არ ჩაიცვამო. მართლაც, 2000 წლის აღდგომას, ზუსტად 13 წლის შემდეგ, ლურჯ მონასტერში, მამა ზენონმა შემომთავაზა საპატრიარქოში სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარეობა. მეორე დილით საპატრიარქოში მივედი და ამ თანამდებობაზე დამნიშნეს.

ზაზა ინწკირველი


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები