9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მამასთანაა

26-11-2023
გიორგი ზ.
Aa

9 წლის ემი­ლი ჰენ­დი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შემ­დეგ შეც­დო­მით გა­მო­ა­ცხა­დეს გარ­დაც­ვლი­ლად, რე­ა­ლუ­რად დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იყო და ის ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გო­გო­ნა უკვე მა­მას­თან ერ­თა­დაა.

ემი­ლიმ თა­ვი­სი მე­ცხრე და­ბა­დე­ბის დღე ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბუნ­კერ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მას­თან ერ­თად, სხვა ირა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

25 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით,. ემი­ლი 13 სხვა გა­ტა­ცე­ბულ­თან ერ­თად, ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლია ასე­ვე ემი­ლის მე­გო­ბა­რი, ჰილა რო­ტე­მიც, რო­მე­ლიც ასე­ვე "ჰა­მა­სი­სი" ტყვე­ო­ბა­ში იყო.

"ჩვენ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ლო­დით ამ მო­მენტს. ყო­ვე­ლი დღე იყო ძა­ლი­ან გრძე­ლი, მტკივ­ნე­უ­ლი კოშ­მა­რი. ჩემი ემი­ლი სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლშია, დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი", - თქვა თო­მას ჰენდმა ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. გო­გო­ნას გა­მო­ჩე­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე. მამა ამ­ბობ­და, რომ ემი­ლის სახ­ლში დახ­ვდე­ბა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი, ჯონ­სი და სა­თა­მა­შო­ე­ბი "მას ექ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო და­ბა­დე­ბის დღე, რაც კი ოდეს­მე ჰქო­ნია.

არ ვიცი, რა გა­უ­კე­თეს მათ ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას. მე და­ჟი­ნე­ბით მო­ვი­თხო­ვე, რომ ძაღ­ლი ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ყო­ფი­ლი­ყო და ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, IDF და­თან­ხმდა", - თქვა კაც­მა.

თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემი­ლი გარ­დაც­ვლი­ლად ით­ვლე­ბო­და, მხო­ლოდ 5 ნო­ემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ გო­გო­ნა ცო­ცხლად გა­ი­ტა­ცეს "ჰა­მა­სის" ბო­ე­ვი­კებ­მა და მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები