"ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ, ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო.." - თედო ბექაური მიმართვას ავრცელებს
ფილმ “გაღმა ნაპირის” მსახიობი თედო ბექაური “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობს.
თედომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მეგობრებო, ჩემო გულიანო მეგობრებო, ბოდიშს გიხდით ყველას, იმის გამო, რომ პასუხს ვერ გიბრუნებთ პირადში.
უზომოდ ბევრი შეტყობინება მოდის, რასაც ფიზიკურად, ვერც ვკითხულობ და ვერც ვპასუხობ. ძალიან გთხოვთ არ მიწყინოთ.
ამასთანავე გეტყვით, რომ ძალიან რთული 2 თვე მაქვს წინ და ძალიან მეხმარება და დამეხმარება თქვენი თანადგომა. ძალიან დიდი მადლობა, უკლებლივ ყველას, ას მაგად გადამეხადოს ეს თქვენი გვერდში დგომა. მიყვარხართ ყველა.
მაქსიმალირად ვეცდები, გავამართლო თქვენი მოლოდინები", - წერს თედო.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები