როცა მცხეთაში ჩავედით, მის საფლავზე დედა პარასკევამ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით - სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

24-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მორიგი სასწაული, რომელიც მამა გაბრიელის სახელს უკავშირდება.

მამა გაბრიელის შესახებ ჩვენმა ოჯახმა ჟურნალ-გაზეთებიდან შეიტყო. როცა მცხეთაში ჩავედით, მის საფლავზე დედა პარასკევამ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლით ჯვარი გადაგვსახა და იქვე საგაზეთო ფურცელზე კომპიუტერით ამობეჭდილი მამა გაბრიელის ფოტოც გვიბოძა. ეს ფოტო ბლოკნოტის ყდაში მედო, რომელსაც ცალ მხარეს პოლიეთილენის გამჭვირვალე საფარი იცავდა. შემდეგ ეს ბლოკნოტი დაიშალა და მამა გაბრიელის სურათის გამო მხოლოდ ყდას ვატარებდი გულისჯიბით.

ერთხელ მეუღლეს პერანგის რეცხვის დროს უყურადღებობით მამა გაბრიელის ფოტო შეჰყვა სარეცხის მანქანაში. აი, რას იხსენებს ამის შესახებ თავად ჩემი მეუღლე: “როდესაც მანქანამ ტრიალი დაასრულა და პერანგი ამოვწურე, შიგ, სამწუხაროდ, ზემოხსენებული ბლოკნოტი აღმოვაჩინე. მასში მოთავსებული ფოტო სულ ქაფით დაფარულიყო. საჩქაროდ წყალს შევუშვირე და ქაფი გადავრეცხე. ქაღალდის სურათი რომ ყდისთვის მომეშორებინა, სულ დაიშლებოდა, ამიტომ, ვარჩიე, გამშრალიყო და იქვე ოთახში დავდე.

ცოტა ხანში, ჩემი გოგონა, რომელიც მხოლოდ ამ ფაქტის შემდეგ შემოვიდა ეზოდან სახლში, განცვიფრებული მოვარდა ჩემთან და თან ბლოკნოტის ყდას მიჩვენებდა. თურმე იგი ფოტოს ამოღებას ცდილობდა, ხელში კი მხოლოდ თეთრი ქაღალდი შერჩენია. რაც მთავარია, მამა გაბრიელის გამოსახულება უნაკლოდ, შეიძლება ითქვას, უფრო მკვეთრადაც კი გადასულიყო ყდის გამჭვირვალე საფარზე~.

ჩვენ ვმადლობთ მამა გაბრიელს, რომლის მეოხებითაც უფალმა ამ სასწაულის მოწმენი გაგვხადა.

ბონდო ქურდაძე


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები