„თვე-ნახევარი იქნება აქ და ზოგს სიკეთეს და წარმატებას მოუტანს, ზოგს პრობლემებს“, - რა ელის კაცობრიობას
24 ნოემბერს, თბილისის დროით 14:15-ზე მარსი მშვილდოსნის ნიშანში შეაბიჯებს, სადაც 4 იანვრამდე იმოძრავებს.
რას მოუტანს მარსის ტრანზიტი მშვილდოსანში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგი ხათუნა ნოელი რეკომენდაციებს გვიზიარებს.
„მარსის ტრანზიტი მშვილდოსანში
ხვალ 24 ნოემბერს, თბილისის დროით 14:15-ზე მარსი მშვილდოსნის ნიშანში შეაბიჯებს. ის აქ 4 იანვრამდე იმოძრავებს.
ამ ტრანზიტის გამო საერთაშორისო თემებში შესაძლოა დაძაბულობამ და კონფლიქტების სიხშირემ მოიმატოს, მეტადრე რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ კონფლიქტებში; სავარაუდოდ, ისრაელისა და პალესტინის ომის გამწვავების შესაძლებლობაც მაღალია.
ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიურ რუკასთან მიმართებაში მარსი ჯერჯერობით გადის მე-7 სახლს, რომელიც პასუხისმგებელია საკმაოდ ბევრ რამეზე, მათ შორის დიპლომატიაზე, საერთაშორისო კავშირებზე, ხელშეკრულებებზე და ალიანსებზე.
მარსი ამ სახლში ჯერ კიდევ თვის დასაწყისში შემოვიდა და კიდევ წამოჭრა ეს საკითხები. მშვილდოსნის ზოდიაქოს მე-4 გრადუსზე საქართველოს რუკაში მერკური დგას. სულ მალე ტრანზიტული მარსი ამ მერკურის შეუერთდება.
ეს მოხდება 27, 28, 29 რიცხვებში. მერკური მოლაპარაკებების პლანეტაა და როგორც ჩანს ამ დღეებში, ზედა ეშელონებსა და უცხოეთის გავლენიან სტრუქტურებს შორის ასეთი მოლაპარაკებები შედგება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარსი ჩვენს რუკაში, მე-12 სახლის ( ფარული ამბების)მმართველია, და შესაძლოა ამ მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ ვერც შევიტყოთ.
ერთადერთი რითაც შეგვიძლია მივხვდეთ, შედეგებია.
მალევე, დეკემბრის პირველ რიცხვებში (5, 6, 7) რაღაც კუთხით მაინც უნდა გააქტიურდეს საბანკო სისტემა, ან განათლების რეფორმებზე წამოიწყონ საუბარი, ვინაიდან მარსს ექნება შეერთება იქვე მე-9 გრადუსზე მდგარ იუპიტერთან, რომელიც ამ თემებს განაგებს. თუმცა იუპიტერსავე აბარია ეკლესიაც და მისი იერარქებიც, ამიტომ შეიძლება ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები. წინასწარ ვიტყვი, დიდად არც თუ სახარბიელოდ, ვინაიდან მარსი მაინცდამაინც კეთილი პლანეტა არაა. ის ჩვენგან აქტიურ ქმედებებს, ინიციატივებს ითხოვს და თუ არ „ვაძლევთ“, მაშინ აფუჭებს რაღაც-რაღაცებს, რომ ეს ქმედებები ძალით გაგვახორციელებინოს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ჩვენი ქმედებები ჩვენი იდეალებით იქნება განპირობებული.
ასევე სურვილით, გამოცადო რაიმე ახალი, განსხვავებული იმ კულტურულ - საზოგადოებრივი ტრადიციებისაგან, რაც ჩვენთვის ჩვეულია ჩნდება, ან მატულობს უკვე არსებული ინტერესი ყველაფერი უცხოურის მიმართ, გვიზიდავს უცხო კულტურა, უცხო ხალხი, უცხო ენები...რუტინა ძალზე მომაბეზრებელი ხდება, და ადამიანები რაღაც ავანტიურული თავგადასავლებისკენ ილტვიან, მათ შორის მოგზაურობებისკენ..
ბევრს შეიძლება სწავლის, განათლების მიღების, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაუჩნდეს, ზოგიც იურიდიული საკითხების მოგვარების აუცილებლობის წინაშე დადგება, ვიღაცებს მსოფლმხედველობაში და მორალურ ფასეულობებში ექნებათ ცვლილებები და ასე შემდეგ...მთელი თვე ნახევარი იქნება მარსი აქ და ზოგს სიკეთეს და წარმატებას მოუტანს, ზოგს პრობლემებს.
მათთვის ვისაც მზე, ან მარსი ცეცხლის სტიქიის ნიშნებში ჰყავთ, ეს პერიოდი ძალზე კარგი იქნება. გაუმართლებთ ასევე მზით და მარსით მერწყულებს და სასწორებს. ტყუპებს, თევზებს და ქალწულებს სხვადასხვა სირთულეებთან მოუწევთ შეჯახება.
დანარჩენებისათვის მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია“,- წერს ნოელი.