„იმდენი კი ჩამირიცხეს, რომ ხვალ ყველა გაჭირვებულს გეპატიჟებით კარგ ხაჭაპურზე და ნატურალურ წვენზე“ -მამა ლევანი
კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ხვალ, გიორგობას არის ჩემი ტაძრის დღესასწაული, ეს დღე ისე მიყვარს, ჩემი კალენდარი, ასტრონომია ყველაფერი აქედან იწყება. ბევრისგან მსმენია რომ სურვილი აქვთ ჩვენ ქალაქის საკეთესო კაფე რესტორან Mil Georgia-ში შესვლის, მაგრამ გაჭირვება, შეძლებულებიც უმეტესად თავისნაირს ეპატიჟებიან და მოკლედ ვერ ხვდებიან რა. გუშინ რომ ვიწუწუნე კახელების "შემშურდა" ტაძრის დღესასწაულებზე 500-600 კაცს მასპინძლობენთქო, ჩემი ტაძარი არც ისტორიულია და ჯერ ისეთი შემომწირველები არ მყავს, რომ კასპის ყველაზე დიდ დარბაზში გავშალო და დავპატიჟო გაჭირვებულიც და დალხენილიც. მაგრამ იმდენი კი ჩამირიცხეს რომ, გიორგობას გაჭირვებულს თუ არა გაჭირვებულს ყველას გეპატიჟებით მილ ჯორჯიაში კარგ ხაჭაპურზე და ნატურალურ წვენზე. მიბრძადით, უთხარით მამაომ დაგვპატიჟაო, იქ უკვე გელოდებიან და მოგართმევენ ტაძრის ეზოში კი სკოლის ჩათვლით ყველა ბავშს შოკოლადებს მოგცემენ კასპელებს გთხოვთ გააზიარეთ ეს ინფორმაცია - წერს მამა ლევან ჯიქური.