როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს - ხობში მომხდარი უმძიმესი ავარიის დეტალები ცნობილია
სამეგრელოში, ხობის სოფელ ხამისკურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები