„ვფიქრობდი უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები“ - რა შეემთხვა დეა მამისეიშვილს

20-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

,,მთავარის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ერთი კვირის წინანდელ უსიამოვნო მგზავრობას იხსენებს სტრასბურიდან თბილისში. უამინდობის გამო თვითმფრინავი დაჯდომას ვერ ახერხებდა და მგზავრებში პანიკა იყო.

,,ერთი კვირის წინ სტრასბურგიდან ვბრუნდებოდი თბილისში. თვითმფრინავში ჩავსხედით, დავიკავეთ ადგილები და წინ ვხედავ ნაცნობ სილუეტს, როგორ მიახლოვდება. მიყურებს, ვუყურებ, უცებ ვიცანი – დიმიტრი გვრიტიშვილი – კლანის მოსამართლე. ერთ რეისზე ვართ, თურმე.

დაიწყო ფრენა, საქართველოს საჰაერო სივრცეში დროულად შემოვედით, მაგრამ აქ საშინელი ქარი დაგვხვდა, თვითმფრინავმა 4 წრე იტრიალა, ვერ ჯდებოდა და მოკლედ, ყველა ძალიან დავიზაფრეთ, ზოგმა ხელები ჩაკიდა ერთმანეთს, ზოგი ლოცულობს, ზოგი ტირის – ნუ, გვეშინია რა… არ ვიცით დავჯდებით თუ არა, დავფრინავთ წრეზე და ვჯაყჯაყებთ საშინლად

ხალხი ამ დროს მარტო იმაზე ფიქრობს, მალე დავსხდეთ და სახლში მშვიდობით მივიდეთ და საერთოდ ცოცხლები გადავრჩეთ.

ამ დროს მე ვზივარ და გულში ვფიქრობ: უბედურო დეა, ეს ყოფილა შენი ბედი, ვისთან ერთად კვდები, კლანის წევრ გვრიტიშვილთან ერთად-მეთქი. წამში წარმოვიდგინე, ტელევიზორში რომ ერთად გვაცხადებენ და საშინლად გავბრაზდი. ამ განსაცდელში ვიყავი 20-25 წუთი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ღმერთმა ასე არ გამწირა, სხვა გეგმა ჰქონია”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები