პატრიარქის სასწაული, რომელმაც პაატა ბურჭულაძეს შვილი გადაურჩინა

20-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" "ეკა ხო­ფე­რი­ას თოქ-შო­უ­ში" ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ მისი და პატ­რი­არ­ქის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მომ­ღე­რალ­მა სას­წა­უ­ლი გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ის პატ­რი­არ­ქს და­უ­ახ­ლოვ­და:

"ალ­ბათადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა სას­წა­უ­ლი, რომ იწა­მოს. ერთხელ და­მი­რე­კეს, რომ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მე­შინ­და, და­ვუ­რე­კე დე­და­ჩემს და მა­მა­ჩემს, მათ მი­თხრეს, რომ არა­ფე­რი არ ხდე­ბო­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­გობ­რებ­მა ისევ და­მი­რე­კეს, სას­წრა­ფოდ გა­და­დე ყვე­ლა­ფე­რი და ჩა­მო­დი სა­ქარ­თვე­ლო­შიო. მე მა­შინ­ვე წმო­ვე­დი. ჩა­მო­ვე­დი და წა­მიყ­ვა­ნეს მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ჩემი შვი­ლი - დაჭ­რი­ლი, რო­მე­ლიც გონ­ზე არ იყო. მთე­ლი თბი­ლი­სი, ჩემი მე­გობ­რე­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იქ იყო, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შვე­ლოდ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, "წა­სუ­ლი" იყო.

ერთ-ერთი, რაც მო­ვი­ფიქ­რე, ეს იყო უწ­მინ­დე­სი. უწ­მინ­დე­სი თუ გა­და­მირ­ჩენს. ბავ­შვი ვე­ღარ მცნობს, გა­თი­შუ­ლია და მოხ­და ეს სას­წა­უ­ლი, რომ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და წა­მო­ვე­დით სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, დამ­ხვდა უწ­მინ­დე­სი. იმა­ვე წუ­თებ­ში მი­მი­ღო. ხუთი წუთი დამ­ჭირ­და, რომ მეთ­ქვა რა ხდე­ბო­და ჩემს თავს, ხმას ვერ ვი­ღებ­დი - "შვი­ლი მიკ­ვდე­ბა, მიშ­ვე­ლე, უწ­მინ­დე­სო". მიტ­რი­ალ­და, მახ­სოვს კა­რა­და­ზე ჰქონ­და ხა­ტე­ბი. გა­მო­ი­ხე­და, - "პა­ა­ტა მარ­ხუ­ლო­ბო?" - შე­წუხ­და, გა­აგ­რძე­ლა ლოც­ვა, მერე ისევ მკი­თხა "არც ზი­ა­რე­ბულ­ხარ?" - არა-მეთ­ქი.

გა­ნაგ­რძო ლოც­ვა, ბო­ლოს წყა­ლი ჯვა­რის სა­ხით გა­და­მას­ხა და მი­თხრა, წადი, იმახ­რუ­ლე და ილო­ცე, ახლა გა­დარ­ჩე­ბა შენი შვი­ლი, მაგ­რამ თუ კარ­გად არ მო­იქ­ცე­ვი, ღმერ­თს აღარ ეყ­ვა­რე­ბიო. წა­მო­ვე­დი და ჩემი შვი­ლი დამ­ხვდა გა­ღი­მე­ბუ­ლი".

ambebi.ge


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები