SpaceX-ის Starship-მა მეორე სატესტო ფრენა შეასრულა

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესმა რაკეტა Starship-მა ორბიტისკენ მერე სატესტო ფრენა შეასრულა.

აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან წარმატებით გაუშვეს. რაკეტა ხმელეთიდან თბილისის დროით 17:04 საათზე აფრინდა. აღნიშნული სატესტო გაშვებით SpaceX-ი აპარატის გამძლეობასა და გამართულებას შეამოწმებს, რათა ის მომდევნო ფრენებისთვის კიდევ უფრო დახვეწოს.

SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები