VIDEO: „პუტანკას პირდაპირ ფეხიდან გავხადე ტრუსარდის ფეხსაცმელები“ - რას იხსენებს ია ფარულავა

17-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ძველ პერიოდს იხსენებს და საზოგადოებას უცნობი ფოტოს ისტორიას უყვება.

მან „რადიო თავისუფლების“ რუბრიკაში არქივის ფოტოების ისტორიები დეტალურად აღწერა და გაიხსენა.

ერთ-ერთ ფოტოზე მსახიობი იხსენებს, რომ ნამდვილი ლუი ვიტონის ჩანთა ეკეთა, რომელიც მაშინ არავის ჰქონდა. ასევე ფეხსაცმლის ისტორია, რომელიც „პუტანკას პირდაპირ ფეხიდან გახადა“.

„ფოტოზე მიკეთია ლუი ვიტონის ჩანთა, რომელიც არავის ჰქონდა, ფუფუნება იყო მაშინ და პლასტმასის ორიგინალური საყურეები, რომელიც ჩემმა მამამთილმა ჩამომიტანა იტალიიდან, მაშინაც კარგად ჩაცმა მიყვარდა.

ამას ვყიდულობდით მოსკოვში პუტანკებთან, ზოგიერთი ნაცვამიც კი იყო, ამ ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა წასულიყვნენ საზღვარგარეთ, ჰყავდათ უცხოელი მდიდარი საყვარლები, რომლებიც ამ ყველაფრით ასაჩუქრებდნენ და შემდეგ ეს ქალბატონები ძვირად ყიდდნენ, ჩვენ ვყიდულობდით.

ტრუსარდის ფეხსაცმელები, პირდაპირ ფეხიდან გავხადე პუტანკას“, - იხსენებს ია ფარულავა.

წყარო: pia.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები