„მამაო გახდა ლუკა...ამას კურთხევა კი არა პადეშკა უნდა მოსთხოვო“ - ლუკა კურტანიძის ახალ იმიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

15-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც მოჭიდავე ლუკა კურტანიძე იმიჯშეცვლილია. კომენტარებში საზოგადოების ინტერესი მისმა სტილმა გამოიწვია, გახდა თუ არა იგი სასულიერო პირი?

თავად ლუკა კურტანიძე აღნიშნულ ინტერესს ეხმაურება და წერს:

„ბევრი ამბობს ... მამაო გახდა ლუკა... მე უბრალოდ ლუკა ელდარი კურტანიძე ვარ, ერთი ცოდვილი ქართველი, რომელმაც სამშობლო საქართველოსთვის ვიცხოვრე, შეცდომებით, დაცემით თუ აღმასვლით, მაგრამ მხოლოდ მისთვის!

მე ღვთისმსახურთა მტვრადაც არ ვღირვარ, მაგრამ ჩვენი სამშობლო ხატია ჩემთვის.

ამიტომაც ვარ ასე და თვალცრემლიანი ვმადლობ უფალს იმ გზისთვის, რომელიც დღემდე გამომატარა!

აქ კადრში არის უდიდესი მსოფლიო დონის მწვრთნელი, მაგამედ გუსინოვი, უამრავი მსოფლიო ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელი, ჩვენი სამშობლო საქართველოს დიდი მეგობარი და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უღალატო მეგობარი,“ - წერს ლუკა კურტანიძე და ფოტოს აქვეყნებს.


წყარო: digest pia ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები