„ახლა შეიძლება ვერ გამიგოთ, ან არ მოგეწონოთ რასაც დავწერ, მაგრამ დაიმახსოვრეთ...“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე
ტელესახე და მსახიობი ნიკა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
მსახიობი ხალხის მოსალოდნელი კრიტიკის მიუხედავად, საკუთარ აზრს აფიქსირებს და ამბობს, რომ ქოუჩების უმრავლესობა შარლატანია და ამას საზოგადოება მალე მიხვდება.
„ახლა შეიძლება ვერ გამიგოთ, ან არ მოგეწონოთ, რასაც დავწერ.
მაგრამ დაიმახსოვრეთ - ძალიან მალე მოვა დრო, როცა გაირკვევა - ქოუჩების 99,9% არის შარლატანი. დაახლოებით ისეთი ცხადი იქნება ეს აფიორა, როგორც ჯიმ ქერის გმირი (ენდი კაუფმანის როლში) დაინახავს, როგორ ატყუებს ტიბეტელი თუ სადღაც იქაური სასწაულმოქმედი ექიმი.
უბრალოდ ის კინო გმირი ამას სიკვდილის წინ მიხვდება. თქვენ მინდა მალე მიხვდეთ“, - წერს ნიკა ქავთარაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები