„გული ცუდს მიგრძნობდა, გავედი დერეფანში და აღმოვაჩინე, რომ ქირურგი, რომელსაც ჩემი 12წლის შვილი საოპერაციოდ უნდა შეეყვანა, მთვრალი იყო“ - ნათია ნიკურაძე

15-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ბორჯომში მცხოვრები ნათია ნიკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს. საქმე ეხება მის 12 წლის შვილს, რომელიც კლინიკაში მუცლის ტკივილით შეიყვანეს.

„გუშინ ჩემს შვილს ჰქონდა ბრმა ნაწლავის შეტევა, გადავიყვანეთ ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსში,შეყვანის წუთიდან დაუდგეს გადასხმა,ექიმი მოვიდა და რომ გასინჯა არ მომეწონა ძალიან და ვიკითხე ამ ექიმს რა სჭირს -მეთქი?

მიპასუხეს ეძინაო და გავჩერდი...აუღეს ანალიზები და გადაუღეს ექოსკოპია.

პასუხების შედეგად გვითხრეს, რომ ნამდვილად საოპერაციო არისო.

აგვიყვანეს პალატაში მოსამზადებლად. მომზადების პროცესში ვატყობდი, რომ ჰოსპიტლის თანამშრომლები ძალიან საეჭვოდ ფუსფუსებდნენ და ჩურჩულებდნენ.

გული ცუდს მიგრძნობდა, გავედი დერეფანში და აღმოვაჩინე, რომ ქირურგი, რომელსაც ჩემი 12წლის შვილი საოპერაციოდ უნდა შეეყვანა მთვრალი იყო ხალხნო...

ბავშვს ტკივილები ჰქონდა და გამაყუჩებლები გაუკეთეს, რომ ელოდებოდნენ ექიმის გამოფხიზლებას... ავტეხეთ მე და ჩემმა მეუღლემ ერთი ამბავი და ბავშვი სასწრაფოდ წამოვიყვანეთ თბილისში იაშვილის კლინიკაში.

მიღებისთანავე ჩაუტარდა ხელახალი კვლევები ბავშვს, პასუხების და კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნაწლავური ინფექცია ჰქონია, გამორეცხვების შედეგად ბავშვს მოეხსნა ტკივილები და წამოვიყვანეთ სახლში.

ხალხნო, ბორჯომოს ჯეო პოსპიტალს არ გაეკაროთ, დასახვრეტები არიან, ბავშვს დამიღუპავდნენ ეგ არაადამიანები.

არაფრით არავის არ შევარჩენ ჩვენს გამწარებას... სასაკლაოდ არის ქცეული“, - წერს ნათია ნიკურაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები