რა არის 10-3-2-1 მეთოდი, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ძილს რეჟიმის მოსაწესრიგებლად იყენებენ

12-11-2023
გიორგი ზ.
Aa

ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც კლივლენდის სამედიცინო ცენტრის  მეცნიერებმა ჩაატარეს და რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ყოველი 3 მოზარდიდან 1-ს უძილობა იგივე ინსომნია აწუხებს.. 

როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს სტატისტიკა საყურადღებოა - რადგან ძილს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.. მისი ნაკლებობა კი ისეთ პრობლემებს  იწვევს, როგორებიცაა: კომუნიკაციისა და შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია, ქრონიკული დარღვევები,  გულის დაავადებები და ა.შ. 

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზედიზედ 3 ღამის უძილობა საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა სერიოზულად დაზიანდეს. 

ამერიკის შეერთებული შტატების გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა იმ ადამიანების სია, რომლებსაც ინსომნიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან:

  • მაღალი სტრესის მქონე პირები;
  • ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სასაათო ზონაში ხშირად უწევთ მოგზაურობა;
  • მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე პირები;

ასევე უძილობის ჩამოყალიბებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

  • ძილის აპნოემ – ძილის დროს სუნთქვის უნებლიე შეჩერებამ 10 წამით და მეტით (ეს შეიძლება საათში 10-ჯერაც კი მოხდეს);
  • ჭარბმა წონამ;
  • ისეთი პროდუქტების მიღებამ, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ სისტემას (მაგ: ენერგეტიკული სასმელები, ყავა)
  • ფიზიკურმა და ემოციურმა დაძაბულობამ;

ეს პრობლემა უცხო არც ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვისაა. უძილობით იგივე ინსომნიით იტანჯებიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც  ჯენიფერ ენისტონი, მადონა,  ჯენიფერ ლოპესი რენე ზელვეგერი და რიანა არიან. 

როგორც  გამოცემა Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯეილო ამბობს, უძილობამ მის მხედველობასა და მოტორულ (მოძრაობის) უნარ-ჩვევებზე დიდი ზეგავლენა იქონია.

"მეგონა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი.. ადგილზე გავიყინე, ვერაფერს ვაკეთებდი", - ამბობს ჯეილო.

როგორც თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, ჰოლივუდის ვარსკვლავები ძილის რეჟიმის მოსაწესრიგებლად აქტიურად იყენებენ მიდგომას, რომელიც ცნობილია როგორც მეთოდი 10-3-2-1.

საინტერესოა რას გულისხმობს ის: 

10-3-2-1 მიდგომა ნიშნავს იმას, რომ:

10 - დაძინებამდე 10 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ კოფეინის შემცველი პროდუქტების მიღება. 

3 - დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მოერიდოთ საკვებისა და ალკოჰოლის მოხმარებას.

2  - დაძინებამდე  2 საათით ადრე უნდა მოერიდოთ ისეთი საქმის კეთებას, რომელიც გონებრივ დატვირთვას საჭიროებს.. 

1 - დაძინებამდე 1 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობა (სმარტფონები, კომპიუტერები, ტელევიზორი)


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები