ხელოვნური ინტელექტის "ნათლია": "შესაძლოა, მალე მას ჩვენზე დიდი ინტელექტი ჰქონდეს"

02-05-2023
გიორგი ზ.
Aa

მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის "ნათლიის" სახელით ცნობილმა ჯეფრი ჰინტონმა 75 წლის ასაკში Google-ი დატოვა.

New York Times-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ ნანობს გაწეულ სამუშაოს და ხელოვნურ ინტელექტს სახიფათოდ მიიჩნევს.

"ახლა, ისინი არ არიან ჩვენზე ჭკვიანები, ამის თქმა შემიძლია. ვფიქრობ, რომ შეიძლება მალე მათ ჩვენზე დიდი ინტელექტი ჰქონდეთ", - ამბობს ჰინტონი.

ჰინტონის კვლევამ და ნერვული სისტემების შესწავლამ გაუხსნა გზა ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნას, როგორიც ChatGPT არის.

ამასთან, მეცნიერის თქმით, შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა ბოროტად სცადოს ამ ძალის გამოყენება, მაგალითისთვის კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები