როგორი იყო ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძე - სოციალურ ქსელში მისი ახალგაზრდობის უცნობი ფოტო გავრცელდა

09-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ფესბუქის გვერდი „ციფრული ფოტომატეანე“ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს.  "ფოტო გადაღებულია 1858 წელს, ილია ამ დროს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია! სწორედ ამავე წელს დაწერა განათლების მისაღებად პეტერბურგში მიმავალმა ილიამ საპროგრამო ლექსი "ყვარლის მთებს" | წერს ციფრული ფოტომატიანე  და ფოტოს აქვეყნებს

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: “ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი”.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები