"ვარსკვლავის დაბადება" - ჯეიმს ვების ტელესკოპმა შთამბეჭდავი მომენტი დააფიქსირა

07-11-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

მეცნიერებმა ტელესკოპ "ჯეიმს ვების" მიერ გადაღებული ახალი ფოტო მიიღეს, რომელზეც ვარსკვლავის HH 212 დაბადებაა აღბეჭდილი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვარსკვლავი დედამიწიდან 1300 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

ის ჯერ კიდევ 1993 წელს, ორიონის სარტყლის მახლობლად აღმოაჩინეს. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ასტრონომები HH 212-ს აკვირდებოდნენ და იკვლევდნენ თუ რამდენად სწრაფად ფორმირდება ახალგაზრდა ვარსკვლავი.

ახალი ფოტო კი ხარისხიანი ფერადი სურათია, რომელიც მეცნიერებმა პირველად მიიღეს. ახალი გამოსახულება ვარსკვლავების ფორმირების რთულ დეტალებს ამხელს.

"თითოეული ახალი გამოსახულება ახალი აღმოჩენაა, რომელიც მეცნიერებს საშუალებას აძლევთ დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები, რომლებზეც ადრე ვერც კი ოცნებობდნენ", - განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა მარკ მაკკორგინმა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები