მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების არქონის გამო, 100 ლარით დაგაჯარიმებენ - ვის შეეხება ახალი კანონი

07-11-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გადაწყვეტილება მიღებულია – ზამთრის პერიოდში, კონკრეტულად კი, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო გახდება. თუმცა, ეს მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთებს შეეხება და ვინც ამ წესს დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება და ამასთან ერთად, მართვის მოწმობაზე 5 ქულაც ჩამოეჭრება. 

კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია და იმის მიუხედავად, რომ დეპუტატები ამბობენ, განვიხილავთ და შესაძლოა მივიღოთო, კანონს აუცილებლად "დააჩაქუჩებენ". რატომ? იმიტომ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები დიდი ოდენობით სწორედ ერთ-ერთმა დეპუტატმა შემოიტანა და ახლა მათი რეალიზაციაა საჭირო. 

ჯაჭვები კი ყველას დასჭირდება და ახლავე აგიხსნით რატომ – მათი გამოყენება, კანონის მიხედვით, უღელტეხილების გადავლისას იქნება საჭირო და თავად განსაჯეთ, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში ყოველდღიურად რამდენი მანქანა წავა და რამდენია ისეთი, ვინც ამ პერიოდში, ერთხელ მაინც გაემგზავრება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. 

თუნდაც ახალი წლის დღეები აიღეთ, ბევრი ხვდება სოფლად და ჯაჭვების ქონა ყველასთვის სავალდებულო გახდება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა გზაზე თოვლი – კანონში პირდაპირ ასე ჩაიწერება, 1-ელი დეკემბრიდან, 1-ელი მარტის ჩათვლით. ჯაჭვების ფასი (წყვილის) 100 ლარიდან დაიწყება და საბოლოო ჯამში, რა თანხებზე მიდის საუბარი, თავად განსაჯეთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები