გიული ალასანია: "იცით რა, ჩემს შვილს შესაწყალებელი არაფერი აქვს და აი, ამიტომ.."
მე რომ მკითხოთ, შეწყალებელი არაფერი არ აქვს და რა ვიცი... პრეზიდენტს აქვს ეს უფლება და ალბათ, გააკეთებს იმას, რაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ... მე არ მიმაჩნია, რაღაცა ისეთი დანაშაული მიუძღვის ამას, რომ შესაწყალებელი იყოს, მაგრამ ნუ, რა ვიცი... არც ნიკას [გვარამია] უთხოვია, სხვათაშორის, შემიწყალეთო, მაგრამ შეიწყალა პრეზიდენტმა.
უთხრა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ TV იმედს. კითხვაზე, "თვლით, რომ არსებობს შანსი, პრეზიდენტმა შეარბილოს პოზიცია და საბოლოოდ მივიდეს შეწყალებამდე?", ალასანია პასუხობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები