რა ღირებულებისაა კაბა, რომელიც ნიცა თავაძეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ეცვა

01-11-2023
გიორგი ზ.
Aa

ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში ჩატარებული შესანიშნავი სადებიუტო სეზონის შემდეგ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზეც მიიწვიეს.

ქართველი ფეხბურთელი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მე-17 ადგილზე გავიდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავი პარიზში მის მეუღლე ნიცა თავაძესთან ერთად გამოჩნდა და ყველას ყურადღებაც მიიპყრო.

თავად კვარაცხელია ნაკლებად ცნობილი ბრენდის სამოსით წარსდგა, ნიცამ კი ცნობილი დიზაინერის ალექს პერის შავი სადა კაბა მოირგო.

ოფიციალურ მაღაზიაში აღნიშნული კაბის ღირებულება თითქმის 3,000 დოლარია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები