„რომელიმე დედა მცხეთაში, დედათა მონასტერში თუ იქნებით, ერთი სანთელი გრიგოლ რობაქიძეს აუნთეთ“ - რამაზ გიგაური
28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური პოსტს აქვეყნებს.
„ხვალ, რომელიმე დედა მცხეთაში, დედათა მონასტერში თუ იქნებით, ერთი სანთელი გრიგოლ რობაქიძეს აუნთეთ.
დაბადების დღე აქვს.
„როცა მე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს ანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს.
მეტს არას ვთხოვ საქართველოს“ - გრიგოლ რობაქიძე“ , - წერს რამაზ გიგაური.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები