„ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და შემდეგ ისეთი სასწაული მოხდა, რომ...", - რას ჰყვება მდუმარე ბერი
მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის კიდევ ერთი მრევლი საკუთარ თავს მომხდარ სასწაულს იხსენებს.
„დიდება და მადლობა ჩვენს უსაყვარლესს, მკურნალს მამა ნიკოლოზს. იმ კურნებისთვის, რომელიც მე მისგან მივიღე. ონკოლოგმა დიაგნოზი დამისვა, რომ მქონდა სიმსივნური ავთვისებიანი წარმონაქმნი და საოპერაციო ვიყავი. მაშინვე მივედი მამა ნიკოლოზთან. რა თქმა უნდა, მანამდეც დავდიოდი მამა ნიკოლოზთან ლოცვებზე და მომცა კურთხევა, ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაცია საკმაოდ სწრაფად და კარგი შედეგით დასრულდა.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე და განსაკუთრებით ოპერაციის დროს, სულ ვგრძნობდი მამა ნიკოლოზის დახმარებას, მის მფარველობას. უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ სასწაულისთვის, ასეთი შეწევნისა და მფარველობისთვის. ჩვენი ქვეყნის და ერის იმედს და ნუგეშს, ჩვენს მკურნალ მამა ნიკოლოზს. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბოროტზე საბოლოოდ გამარჯვება. ძალიან, ძალიან მიყვარხართ მამა ნიკოლოზ! ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ უფალმა მამა ნიკოლოზი მხსნელად და მფარველად მოგვივლინა...“ - ამბობს ლალი ბროლაძე.