ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთში მოკლეს - რა გახდა მკვლელობის მოტივი
თურქეთში საქართველოს მოქალაქე ბანოვშა მამიშოვა მოკლეს.
მას თურქეთის მოქალაქემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
67 წლის მამიშოვას ცხედარი ტრაბზონში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.
კაცმა დანაშაული აღიარა, არსებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ფული გამო დავა გახდა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები