“ემიგრანტების სახელით ვთხოვ მთავრობას, რამე გააკეთონ”, - ქართველი ემიგრანტის მიმართვა

15-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ცხელ წერტილში რჩებიან ქართველ-ებრაელები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც "მთავარ არხთან" დეტალურად ყვებიან რა ვითარებაა ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე.

"ხვალის ბილეთის ფასი არის 770 დოლარი. რატომღაც ფიქრობენ, რომ რადგან ისრაელში ვართ, ხელფასები შედარებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ ფული გვაქვს, მზად ვიყავით ამისთვის და ავდგეთ და წამოვიდეთ. პრობლემა არის იმაშიც, რომ დავბრუნდეთ, ბევრს აქვს ბანკის ვალი და დაბრუნების ეშინიათ, რადგან ნახევარზე მეტი დარჩება ქუჩაში. ქართველი ემიგრანტების სახელით ვთხოვთ მთავრობას, რომ იზრუნონ, რაღაც გააკეთონ....დაამატონ რეისები, წესით უფასოდ გეკუთვნით, წესით, რომ მოემსახუროთ ხალხს ან რაღაც ისეთი თანხა იყოს, რომ შევძლოთ ბილეთი ყიდვა და სახლებში დაბრუნება", - ამბობს ისრაელში მყოფი ქართველი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები