13 წლის ბიჭმა დედა ძილში მოკლა - შემზარავი ამბის დეტალები ცნობილი ხდება

14-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ფლორიდაში 13 წლის ბიჭმა აღიარა, რომ დანით მოკლა დედა, როცა მას ეძინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობთ, ბიჭმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ დედა მოკლა.

როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მათ ქალი გარდაცვლილი იპოვეს საწოლთან, მის გვერდით კი იწვა ორი კვირის ბავშვი, რომელიც უვნებელი იყო. ბავშვი მოზარდის ნახევარდა იყო.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 13 წლის ბიჭი არის საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლე და ბოდიში მოიხადა, როცა ოფიცრები მოვიდნენ.

პოლიცია მკვლელობის მოტივს ამ დრომდე ეძებს. 

„ჯერჯერობით ვცდილობთ მოტივის გარკვევას. მან არ თქვა რატომ გააკეთა ეს. ბიჭმა უბრალოდ დარეკა პოლიციაში და მომხდარის შესახებ განაცხადა“,- ამბობს პოლიციის ოფიცერი.

ბიჭს, სავარაუდოდ, მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება ემუქრება. 

წყარო: პრაიმტაიმი, ფოტო პირობითია


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები