„დედამ ბავშვს უთხრა, მამაოს კარისთვის ეკოცნა, ყველა ვტიროდით…“ – მორიგი სასწაული, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ
ვრცელდება ამბავი მორიგი სასწაულის შესახებ, რომელსაც მდუმარე ბერს, მამა ნიჯკ უკავშირებენ. ამბავი
„2 თვის წინ მამა ნიკოლოზთან მივედი მოსალოცად. მის კარებთან ვიდექი და ვლოცულობდი. ჩემს გარდა სადარბაზოში მოსალოცად იმყოფებოდა დაახლოებით 10-12 ადამიანი. ამ დროს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შვილთან ერთად მოვიდა, პატარას ლუკა ერქვა.
მშობლებმა მითხრეს, რომ მამა ნიკოლოზთან პირველად იყვნენ. მათი გადმოცემით, ბავშვი არ მეტყველებდა და მისი მამა ნიკოლოზთან მოყვანა ურჩიეს. მე მათ ვუპასუხე, რომ მამაო უშველიდა და მთხვეოდნენ კარებს, თან
გზა გავუთავისუფლე. ნათქვამია, გაცხადდება ის აცხადდესთქო!
ამ დროს, დედამ ბავშვს უთხრა: – „მოდი ლუკა, აკოცე კარებს“, – ბავშვიც და მშობლებიც მამაოს სახლის კარს ემთხვივნენ. პატარა ლუკამ დაიჩოქა, ემთხვია მამაოს კარს და წამოდგომის შემდგომ მშობლებს უთხრა: – „დედა, მამა წავიდეთ!“ დედას ტირილი და კანკალი აუვარდა, მამამ ღრიალი დაიწყო. ხელჩაკიდებულები გახარებულები და გაკვირვებულები წავიდნენ. წასვლისას კიდევ წარმოთქვა ბავშვმა – „პაკაა!“ აი, ასეთი სასწაულის მომსწრე. გავხდით, იქ მდგომთაგან ყველა ვტიროდით. დავიჩოქეთ და ყველა ვემთხვიეთ მამა ნიკოლოზის კარს!“ – ვკითხულობთ წერილში.