„აიტაჯის მამა სკოლის დირექტორის დაკავებას ითხოვს“ - მოკლული 14 წლის გოგოს საქმე

12-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

რუსთავის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მას ბრალდება წარუდგინა.

სასამართლომ იმსჯელა მოკლულის ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც და ისიც პატიმრობაში დატოვა. გოგოს ბიძა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა - ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ორივე ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

„დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო... მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში.

დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა", - ამბობს პროკურორი.

შემზარავ ფაქტს, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, აიტაჯის მამამ  ნიშნობის შესახებ არაფერი იცოდა და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს მეუღლეს და სკოლის დირექტორს.


ინფორმაციის წყარო: primetime.ge, იხილეთ სრულად


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები