„კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო, თორემ…“ – რას წერს და როგორ აფასებს თეა გოდოლაძე ამ დილით მომხდარ მიწისძვრას
ამ დილით 08:00-ზე თბილისის შემოგარენში საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომელიც დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
ეპიცენტრში, რომელიც სოფელ ლელუბანში მდებარეობდა, სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა გოდოლაძემ მოკლედ შეაფასა შექმნილი ვითარება:
„საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიულმა სერიამ გამაღვიძა. მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა“, – დაწერა გოდოლაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები